logo
ENG



ენდრიუ ფოქსოლი: "ნოვიჩოკს" ერთადერთი ქვეყანა აწარმოებს - რუსეთი

05 სექ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
hms847f2vzo7c3j.png

"მომწამვლელ ნივთიერება ნოვიჩოკს ერთადერთი ქვეყანა აწარმოებს - რუსეთის ფედერაცია". - ეს ჰენრი ჯექსონის საზოგადოების წევრმა, მკვლევარმა, პროფესორმა ენდრიუ ფოქსოლმა ამერიკის ხმასთან თქვა. 

მისი განცხადებით, ნოვიჩოკი არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ნივთიერება და მას ყოველთვის რუსეთი იყენებს ადამიანების თავიდან მოსაშორებლად. 

"ნოვიჩოკის გამოყენება აშკარა რუსული ხელწერაა და ეს ერთგვარი გზავნილიც არის არა მხოლოდ რუსული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის. 

დასავლეთს სჭირდება დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ვფიქრობ, ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის დადასტურება, ნორდ სტრიმ 2-ის პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს". - ამბობს ენდრიუ ფოქსოლი ამერიკის ხმასთან. 

ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს, 2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა.  2018 წელს იმავე ქიმიური აგენტით მოწამლესყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 

ომსკის ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პაციენტის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი "ვერ იპოვეს". ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის ნებართვას არ გასცემდნენ. 


close დახურვა